პარასკევი, 17 მარტი, 2023
გამოიცანი სასმელის ეროვნება
ყველა სასმელს თავისი ისტორია და ხშირ შემთხვევაში, ეთნიკური მახასიათებელიც აქვს. გავიგოთ, ერკვევი თუ არა დეტალებში ;)
დაიწყე ქვიზი
რომელი ქვეყნის სასმელია შნაპსი?
იტალია
პორკეე! არასწორია!
გერმანია
არასწორია!
ავსტრია
დიახ, შნაპსი ავსტრიის სიამაყეა. ამ გერმანული სიტყვის (შნაპს) მიახლოებითი თარგმანი იქნება "ყლურწვა". დაე, ვყლურწოთ და ვიხაროთ ^^
შემდეგი კითხვა
რომელი ქვეყანაა ტეკილას მშობელი?
მექსიკა
ნამდვილად! მეტიც, ტეკილა არის ერთ-ერთი მექსიკური ქალაქის სახელი და სასმელიც სწორედ ამ ქალაქს, ტეკილას, უკავშირდება. ის კეთდება მცენარე აგავას ბაზაზე. 2018 წლიდან მექსიკის ხელისუფლება და ხალხი ოფიციალურად აღნიშნავს ტეკილას დღეს.
არგენტინა
მანამდე არაფერი არგენტინოთ! არასწორია :)
ჩილე
ჩილე სხვა სასმელით იწონებს თავს.
შემდეგი კითხვა
ჭაჭას სამშობლოდ უპირობოდ აღიარებულია
პოლონეთი
არასწორია
საქართველო
რა თქმა უნდა. ჭაჭა ქართული სასმელია.
ბურკინა ფასო
ძაალიან შორს ხარ რეალობისგან! ასტრალში ხარ, პრაქტიკულად!
შემდეგი კითხვა
ვისკის სამშობლოდ ითვლება
ირლანდია
ახლოსაა, მაგრამ სწორი არაა.
ჰოლანდია
ჰოლანდიური ვისკიც არსებობს, მაგრამ სამშობლოსი რა გითხრა.
შოტლანდია
დიახ, გავრცელებული აზრით, ასეა. თუმცა ირლანდიელებს სჯერათ, რომ მათ ქვეყანაში უკეთესი ვისკი ისხმება. ვისკია და გუნება.
შემდეგი კითხვა
რომელ ქვეყანას ეკუთვნის სანგრია?
ესპანეთი
დიახ. სანგრია მოდის ესპანური სიტყვიდან "Sangre", რომელიც სისხლს ნიშნავს. საშიში არაფერია, მკვეთრი წითელი ფერის გამო ჰქვია ასე.
იტალია
არასწორია
ესტონეთი
არასწორია
შემდეგი კითხვა
რომელი ქვეყანა იწონებს თავს გრაპათი?
ისლანდია
არასწორია
იტალია
სი სინიორე. Grappa ჭეშმარიტი იტალიური სასმელია.
არგენტინა
არასწორია
შემდეგი კითხვა
პორტვაინის სამშობლოც გეცოდინება
რუმინეთი
როგორ გეკადრება!
ავღანეთი
რას იძახი?! არასწორია!
პორტუგალია
დიახ. მარტივი გამოსაცნობი იყო. სახელწოდებაშივე ჩანს ქვეყანაც.
შემდეგი კითხვა
რომელი ქვეყნის სასმელია აპეროლი?
იტალია
სი სინიორე
საბერძნეთი
არასწორია
ნორვეგია
არასწორია
შემდეგი კითხვა
შამპანურის ქვეყანა რომელია?
ავსტრია
ნწ :)
საქართველო
არა და არასოდეს :)
საფრანგეთი
oui Monsieur! რა თქმა უნდა! შამპანური არის ე.წ. ცქრიალა ღვინო. მას სახელი საფრანგეთის რეგიონის „შამპანის“ გამო ჰქვია. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შამპანის რეგიონს გარეთ წარმოებული ცქრიალა ღვინოს მარკეტინგი სახელწოდებით „შამპანური“ არალეგალურია. პრინციპში, ასეც უნდა იყოს, არა?
შემდეგი კითხვა
რომელი ქვეყანაა ბეილისის სამშობლო?
შოტლანდია
არასწორია
ისლანდია
არასწორია
ირლანდია
სწორია!
შემდეგი კითხვა