×

სტუმრის კითხვარი - ანა თოფურიძე

სტუმრის კითხვარი / სამშაბათი, 13 ივნისი, 2023 / 955



მწერლების ბარი სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და გემოვნების ადამიანებს მასპინძლობს. გადავწყვიტეთ უკეთ გავიცნოთ ჩვენი სტუმრები რუბრიკაში „სტუმრის კითხვარი“. პირველი რესპონდენტი დიზაინერი ანა თოფურიძეა.

  1. თქვენი პროფესია

    პროფესიით ვარ გრაფიკოსი დიზაინერი და ილუსტრატორი. თუმცა ბევრი სხვადასხვა ინტერესი და ჰობიც მაქვს, ვფიქრობ, ჩემში პატარა მწერალიც ცხოვრობს და ამიტომ მიყვარს მწერლების ბარის ატმოსფერო.

     
  2. ჰობი

    ძალიან ბევრი ჰობი მაქვს და ცვალებადები. მუდამ აღმოვაჩენ ახალი ინტერესის სფეროს, თითქოს სულ ვმოგზაურობ გარე და შინაგან სამყაროებშიც. ამიტომ არ ჩამოვთვლი.

     
  3. მუსიკა, რომელსაც აკვიატებულად უსმენთ

    თითოეულ მუსიკას აქვს ძალა რაღაც კონკრეტული გააღვივოს შენში. ფოლკ-როკი მიყვარს, განსაკუთრებით ღრმა ემოციებს იწვევს და გული მწყდება საქართველოში რომ არაა განვითარებული.
     
  4. საყვარელი მწერალი (პოეტი, პროზაიკოსი)

    საყვარელი მწერალი რიჩარდ ბახი. "თოლია ჯონათან ლივინგსტონმა" და "მოხეტიალე მესიის ჯიბის ლექსიკონმა" ძალიან დიდი დოზით მაგრძნობინეს თავისუფლება. ხოლო პოეტი - ვაჟა ფშაველა.
     
  5. ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?

    ახლა ვკითხულობ ქართულ ფენტეზის, გიორგი კვიტატიანის "ბრინჯაოს ქალაქს".
     
  6. ფრაზა, რომელიც მოტივაციას გმატებთ

    "Let Your Life Be Your Daily Art" - დაე შენი ცხოვრება იყოს შენი ყოველდღიური ხელოვნება. ხელოვნება მხოლოდ წერა, ხატვა ან დაკვრა არაა ჩემთვის, ყოველდღიური ჩვენი მოქმედებები, თვითგამოხატვა და ის, თუ როგორ ვმოქმედებთ გარემოზე, ასევე ხელოვნებად მიმაჩნია.

     
  7. რომელია თქვენი საყვარელი კოქტეილი მწერლების ბარში და ზოგადად?

    სახელებს ადამიანებისასაც რთულად ვიმახსოვრებ, ბოდიში კოქტეილებთან...
     
  8. რა არის ის მიზეზი, რის გამოც მწერლების ბარს სტუმრობთ?

    სრული შემოქმედებითი ატმოსფერო, საინტერესო და სახალისო ღონისძიებები, პაატას და ანასტასიას უშუალო კომუნიკაცია და მეგობრული მასპინძლობა. არც კი მგონია ხოლმე რომ ბარში მივდივარ, მივდივარ სახლში... არ მახსოვს წამოსვლის სურვილი ბუნებრივად გამჩენოდეს, უბრალოდ ფიზიკურადაა ხოლმე გვიანი და მიწევს. სიამოვნებით დავრჩები ოდესმე ღამეც, პუფებზე დავიძინებდი.

     
  9. რას ჰკითხავდით შემდეგ სტუმარს?

    თუ ჩავთვლით, რომ სული სხეულში დაბადებამდე ირჩევს სხეულს და გარკვეულ მისიას იღებს თავის თავზე, როგორ ფიქრობ, ამხელა მსოფლიოს ამდენი ქვეყნიდან და კულტურიდან, რატომ დაიბადე საქართველოში?

მსგავსი მასალები