მწერლების ბარი H2SO4 და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია წარმოგიდგენთ მწერლებს შორის ჩემპიონატს ჭადრაკში
29-30 ოქტომბერს გაიმართება ტურნირი და გამოვლინდება ჩემპიონი მწერალი.
გამარჯვებულებს გამოავლენს ჭადრაკის ფედერაციის მიერ დანიშნული პროფესიონალი მსაჯი. გამარჯვებულ სამეულს დააჯილდოებს გამომცემლობა „ინტელექტი“.
გამოგვიგზავნეთ განაცხადი მწერლებმა ელფოსტაზე: H2SO4BAR@gmail.com, მიბმულ ფაილში მიუთითეთ მინიმალური საჭადრაკო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასალა, რომელიც ასახავს თქვენს მონაწილეობას რომელიმე საჭადრაკო ტურნირზე. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 28 ოქტომბერი 12:00 საათი
მწერლების საჭადრაკო ჩემპიონატი წარიმართება მწერლების ბარში H2SO4, 29-30 ოქტომბერს, 16 საათიდან, გამარჯვებულთა დაჯილდოება კი - 30 ოქტომბერს ასევე მწერლების ბარში.
I ადგილი - 300-ლარიანი ვაუჩერი გამომცემლობა “ინტელექტისგან” და სპეციალური პრიზი “მწერლების ბარისგან”.
II ადგილი - 200-ლარიანი ვაუჩერი გამომცემლობა “ინტელექტისგან”
III ადგილი - 100-ლარიანი ვაუჩერი გამომცემლობა “ინტელექტისგან”
მისამართი: ლეო ქიაჩელის 28, მწერლების ბარი H2SO4
ჭადრაკის ჩემპიონატი მწერლებს შორის
პროექტები / შაბათი, 29 ოქტომბერი, 2022 / 624
მსგავსი მასალები